კონფიდენციალურობა

კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენს ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი საქმიანი მნიშვნელობა და ამიტომ, ისინი უნდა იყოს კონფიდენციალური და დაცული. თქვენი ცოდნა და ინფორმაცია იზოლირებული იქნება ნებისმიერი მესამე მხარის წვდომისგან აღდგენის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენ რეგულარულად ვიკვლევთ (ვამოწმებთ) პროგრამულ უზრუნველყოფას და კომპანიის პოლიტიკას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუნდაც მცირე ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება სხვა კომპანიებს დააკარგვინოს ჩვენდამი ნდობა. ამიტომაც, ჩვენ ვატარებთ მკაცრ პოლიტიკას ცოდნისა და ინფორმაციის მენეჯმენტის თვალსაზრისით რათა არ დავუშვათ მესამე მხარის ჩარევა.

როგორც PITS, ჩვენ გარწმუნებთ რომ დაცული იქნება თქვენი ცოდნის და ინფორმაციის ერთიანობა (დაურღვევლობა) და არ დავუშვებთ არაავტორიზებულ წვდომას თქვენს ინფორმაციაზე. ჩვენი კომპანიის პოლიტიკა გულისხმობს კონფიდენციალობის დაცვის რეგულაციებისა მუდმივ სრულყოფას და ვერავითარი პირობა ვერ შეცვლის ამ პოლიტიკას.

PITS-ის კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა გულისხმობს შემდეგს:
• აღდგენილი მონაცემები წარედგინება მხოლოდ უფლებამოსილ პირს. ეს ინფორმაცია და ცოდნა შეუძლებელია გადაეცეს თუნდაც ოჯახის წევრებს უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე.
• აღდგენის პროცესში მხოლოდ უშუალო მენეჯერს ექნება წვდომა მათზე.
• აღდგენილი მონაცემები ინახება უსაფრთხო ადგილას – ჩვეულებრივ სერვერებზე, რომლებიც ფიზიკურად დაცულია და აქვთ ფაილების კოდირების სისტემა
• PITS კომპანიის მუშაკებმა შეიძლება გახსნან და ნახონ დოკუმენტები, სურათები ან სხვა ფაილები მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა გადაუდებელი საჭიროება არსებობს აღდგენის პროცესისთვის.
• ინფორმაცია (აღდგენილია თუ არა) არ გადაეცემა მესამე მხარეს არცერთ შემთხვევაში
• კლიენტის მოთხოვნის თანახმად, აღდგენილი მონაცემების ასლები უქმდება მას შემდეგ, რაც მივიღებთ აღდგენილი მონაცემების მიღების დადასტურებას. ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ეს მონაცემები ინახება ჩვენს სერვერებზე 30 (0ცდაათი) დღის მანძილზე ავტომატური გაუქმების რეჟიმში.
კონფიდენციალურობის კონტრაქტი შეიძლება წარედგინოს ნებისმიერ კლიენტს, ვისაც სურს გაეცნოს იურიდიულ დოკუმენტს. როგორც PITS, გთავაზობთ მხოლოდ 100% საიმედო გადაწყვეტებს სრული გარანტიებით. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ დრო ფულია და სწორედ ამიტომ ჩვენს კლიენტებს სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ვთავაზობთ. ის, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს სხვათაგან ამ დარგში:
• კვალიფიცირებული კადრები: ჩვენთან ყოველ ტექნიკოსს გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და ფლობს მაღალ გამოცდილებას. ეს მათ საშუალებას აძლევს სიზუსტით იმუშაონ მგრძნობიარე და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ჩვენ ტექნიკოსებს მხოლოდ მას შემდეგ ვასაქმებთ, რაც გამოვიკვლევთ მათ უნარს დაიცვან მონაცემთა კონფიდენციალობა. დროის ტემპების დაცვის გარდა, ჩვენი კომპანია უფრო ღირებულია, რადგან:
• როგორც წესი, მონაცემთა აღდგენა ხდება 2-5 დღეში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ჩენი შეთავაზება „გადაუდებელი“ მომსახურებისთვის უფრო სწრაფი აღდგენისთვის. ეს შეთავაზება ეფუძნება 24/7/365 პრინციპს.
• ჩვენ უფასოდ ვახორციელებთ თქვენი მონაცემთა შემნახველი მოწყობილობის საწყის ანალიზს და შეფასებას, რათა დაგარწმუნოთ, შესაძლებელია თუ არა მონაცემთა შენახვა, ასევე, თქვენთვის მოხერხებული მომსახურების გასაწევად. ეს სერვისი არ შეიცავს რაიმე რისკს ან ღირებულებით ვალდებულებას. ამიტომ, ჩვენ გეხმარებით მიიღოთ საბოლოო დასკვნა მონაცემთა აღდგენის მომსახურების მიღებამდე.