ჩვენს შესახებ

ჩვენს ეპოქაში სულ უფრო და უფრო სწრაფი და მოცულობითი მონაცემთა შენახვის მოწყობილობების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. ამ ტენდენციის წყალობით მრავალი მონაცემთა შენახვის პროფესიონალური ცენტრები ფუძნდება.

ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდა. ამიტომ, თითოეულ მწარმოებელს განზრახული აქვს სრულყოფილი პროდუქტებით დაიპყროს ბაზარი და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა, შემნახველი მოწყობილობების დარგში ასეთ სწრაფ განვითარებას ყოველთვის თან ახლავს გაუთვალისწინებელი მხარეებიც. მონაცემთა შენახვის დიდი მოცულობის მქონე მეხსიერების მოწყობილობები უფრო მგრძნობიარეა, რადგან დაზიანების საწინააღმდეგოდ ისინი უფრო რთულ ალგორითმებს და ტექნოლოგიას იყენებენ. ასეთი მგრძნობიარობა დაზიანებული მოწყობილობიდან ინფორმაციის აღდგენას უფრო ართულებს. ამიტომ არ არის უცნაური, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა პროფესიონალური კომპანიაა ჩართული ასეთი სახის აღდგენით სამუშაოებში. რაც შეეხება PITS, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში შემოგვეტანა საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი სფერო – მონაცემთა აღდგენის მომსახურებები. PITS Professional Data Recovery არის ერთ-ერთი ნაწილი PITS Professional IT მომსახურებებისა და ეს არის პირველი და ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს კავკასიის რეგიონში და ოფიციალურად თანამშრომლობს Western Digital and Seagate მყარი დრაივის მწარმოებლებთან.
შემნახველი და მეხსიერების მოწყობილობების დაშლა, ანალიზი და თავიდან აწყობა, რომლებიც მგრძნობიარეა მტვრის, სინათლისა და ნესტისადმი, ხორციელდება ლაბორატორიაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO Clean-Room სტანდარტებს. კარგად ვიცნობთ ჩვენი დარგის მკაცრ მოთხოვნებს და ვესწრაფვით მუდმივ განვითარებას და ვცდილობთ დავაფუძნოთ მსოფლიო დონის ფასეულობა.

ჩვენი მისია
ჩვენი მისია საკმაოდ მარტივია. ჩვენი კლიენტების მიერ წარმოდგენილი ყველა მეხსიერების მოწყობილობიდან ინფორმაციის აღდგენა და მსოფლიოს მასშტაბით ამ დარგში უპირობო ლიდერობა.
ჩვენი ხედვა
ჩვენ მივმართავთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ დავიმსახუროთ ჩვენი კლიენტების ნდობა და გავხადოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მისაწვდომი მათთვის დროის მოკლე მონაკვეთში, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ საუკეთესო პროფესიონალთა კომპანიას ინფორმაციის აღდგენის დარგში კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ჩვენი სლოგანი
ჩვენ ვაცოცხლებთ მონაცემებს • ჩვენ ვაგებთ ნდობას