მონაცემთა აღდგენა მობილური ტელეფონებიდან

მონაცემთა აღდგენის ცენტრი PITS-ი მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებაში თქვენი უდიდესი მხარდამჭერი იქნება. ამ ეტაპზე, მონაცემთა აღდგენა მხოლოდ Android-ისა და Windows-ის ოპერატიულ სისტემებზე მომუშავე ტელეფონებიდან ხორციელდება. ჩვენი ინჟინრები სწრაფად განაგრძობენ კვლევებს, რათა მუდმივ განვითარებაში მყოფ ტექნოლოგიებს არ ჩამორჩნენ.

მონაცემთა აღდგენა მობილური ტელეფონიდან შემდეგი სცენარით ხდება:

  1. თუკი გამოყენებისას ფოტოარქივი წაგეშალათ ან შემთხვევით ტელეფონი დააფორმატეთ, ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში უნდა შეინახოთ. თუკი განაგრძობთ მის გამოყენებას, დაკარგული მონაცემების აღდგენის შანსი შემცირდება. გამორთეთ და მოგვიტანეთ ჩვენ. ამ შემთხვევაში მონაცემთა აღდგენის ალბათობა მაღალი იქნება.
  2.  ყოველდღიურად ვხვდებით შემთხვევებს, როცა თქვენი ტელეფონი ფიზიკურად ზიანდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ტელეფონი არ მუშაობს, ჩვენ მაინც შეგვიძლია მისგან ინფორმაციის ამოღება ჩიპის ამოღების მეთოდით. ეს მეთოდი გამოიყენება, როცა ტელეფონი ბუნებრივი კატასტროფის, საგზაო შემთხვევის ან სიმაღლიდან გადმოვარდნისას ზიანდება და მისი შეკეთება შეუძლებელია.