მონაცემთა აღდგენა SAS-იდან

SAS და SCSI დრაივებში ერთ-ერთი ყველა ხშირი პრობლემა FIRMWARE-ი და მექანიკური ხარვეზებია. ჩვენ საქართველოში ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც SAS-სა და SCSI დრაივებიდან მონაცემთა აღსადგენ აპარატურას ფლობს.

ჩვენ გთავაზობთ აღდგენის მომსახურებას შემდეგი მწარმოებლების SAS და SCSI დრაივებიდან: Seagate, IBM, Fujitsu და Maxtor-Quantum.

მწარმოებლების მიერ ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, SAS, SCSI მყარმა დისკმა 4-5 წლის განმავლობაში შეფერხებისა და დაზიანების გარეშე უნდა იმუშაოს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ხარვეზები 1-2 წელში ჩნდება. თუკი პრობლემური SAS დრაივი, SCSI სერვერი ან SAS მყარი დისკი გაქვთ, რომელიც არ მუშაობს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.