მონაცემთა აღდგენა მყარი დისკებიდან

ინფორმაციული ტექნოლოგიების საჭიროება სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციებში დღითიდღე იზრდება.

ამჟამად, მეხსიერების შემნახავი მოწყობილობები ერთმანეთისაგან ფორმით, სიჩქარითა და მონაცემთა შენახვის მოცულობით განსხვავდებიან. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მაღალი მოცულობის მოწყობილობებს IDE და SATA ტექნოლოგიებით. კომპიუტერებში ძირითადად  ეს მოწყობილობები გამოიყენება მყარ დისკებად.

IDE და SATA ტექნოლოგიის მქონე მეხსიერების შემნახავმა მოწყობილობამ სხვადასხვა ხასიათის ფიზიკური და ლოგიკური მიზეზები გამო შესაძლოა დაკარგოს ნორმალურად ფუნქციონირების უნარი და შედეგად, შენახულ ინფორმაციასთან წვდომა შეუძლებელი გახდეს.

როგორც PITS-ი, სპეციალური ხელსაწყოებით ჩვენ აღმოვფხვრით მეხსიერების შემნახავ მოწყობილობებში გაჩენილ მექანიკურ და ლოგიკურ პრობლემებს, აღვადგენთ მონაცემებს და ვქმნით განსაკუთრებულ ღირებულებებს ჩვენი მომხმარებლებისათვის.

ზოგადად, ინფორმაციის აღდგენა გულისხმობს მყარი დისკის ისეთ კონდიციამდე მიყვანას, საიდანაც მონაცემთა წაკითხვა შესაძლო გახდება. თვით მყარი დისკის შეკეთება, ჩვენს მომსახურებაში არ შედის.

მონაცემთა აღდგენა მყარი დისკიდან, რომელსაც ‘არ წაკითხვადი’ სექტორები აქვს.

სავარაუდოდ, თქვენი უმრავლესობა ალბათ შეხვედრია მყარ დისკებთან დაკავშირებულ გამოთქმას – ‘ბედ სექტორი’. მას ‘არ წაკითხვადი’ ბლოკების გამო, მყარი დისკიდან ინფორმაციის წაკითხვის პრობლემის გამოწვევა და დოკუმენტებისა თუ ფაილების დაკარგვა შეუძლია. ბლოკების დაფორმატება კი შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, მონაცემთა აღდგენა Data extractor-ის დახმარებით ხორციელდება. ესაა სპეციალური პროგრამისა და აღჭურვილობის კომპლექტი. ეს კომპლექტი განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ რეჟიმში მუშაობს და გამოუსადეგარი სექტორებიდანაც კი შეუძლია მონაცემთა აღდგენა და პერიოდული კონტროლის კოდის შეცვლა. ამ ოპერაციის დროს, დიდი რაოდენობის დეფექტური სექტორებიდანაც კი შესაძლებელია მონაცემთა აღდგენა. ზოგჯერ, არის შემთხვევები, როდესაც დეფეტური სექტორები სწორედ იმ ადგილის გარშემოა განლაგებული, სადაც ფაილ სისტემების შესახებ ინფორმაცია ინახება. ასეთ შემთხვევაში, მყარი დისკის ასლი გადადის სხვა მომუშავე დისკში და შემდგომი ღონისძიებები ჩვეულებრივი, მუშა დისკის აღდგენის მსგავსად ხორციელდება.

მონაცემთა აღდგენა მყარი დისკებიდან, რომელთაც მუდმივი მეხსიერების მოწყობილობა (PMD) ან სერვისის ზონა აქვთ დაზიანებული.

ამ შემთხვევაში, დისკი არ აღიქმება ან არასწორად აღიქმება BIOS-ის მიერ. პრობლემას შესაძლოა თან ახლდეს კაკუნის დამახასიათებელი ხმა. ასეთ შემთხვევებში, მონაცემთა ამოღება სერვისის ზონის ან PMD-ს ფუნქციონირების აღდგენით ხორციელდება. ეს პროცესი სპეციალურ სადგამზე, განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ გარემოში ხორციელდება.

მონაცემთა აღდგენა დაზიანებული კონტროლერის მქონე მყარი დისკებიდან.

ასეთ შემთხვევებს კაკუნის ხმა და BIOS-ის მიერ ვერ აღქმა ახასიათებს. აღდგენა იწყება კონტროლერის რესტავრაციის მცდელობით. წარუმატებლობის შემთხვევაში, ის ახალით ნაცვლდება და მიკრო პროგრამის ჩაყენებით გრძელდება.