მონაცემების აღდგენა მომსახურების ვადები და პირობები

1. კლიენტი უფლებას ანიჭებს შპს „PITS“-ს , მათ თანამშრომლებს და დამოუკიდებელ კონტრაქტორებს რომ კურიერის მეშვეობით მიიღონ და გადაიტანონ მოწყობილობა (მონაცემების განახლებისთვის გაგზავნილი) მათი ტექნიკიდან და მათ ტექნიკაში.
2. კლიენტი იძლევა გარანტიას და ადასტურებს რომ ის წარმოადგენს აღსადგენად გაგზავნილი მონაცემების მოწყობილობის მფლობელს.
3. მომხმარებელს მიეწოდება საწყისი ტექნიკური დათვალიერების შედეგები (წერილობითი ფორმით) რეგისტრაციიდან 48 საათის (ორი სამუშაო დღის) განმავლობაში. თუკი საწყისი ტექნიკური დათვალიერება ვერ მოესწრება ამ დროში, მომხმარებელს (სიტყვიერად ან წერილობით) ეცნობება ამის შესახებ. საწყისი ტექნიკური დათვალიერების ღირებულებაა 30 ლარი. საწყისი ტექნიკური დათვალიერების ღირებულება ჰერმეტულობა დარღვეული მყარი დისკებისათვის არის 100 (ასი) ლარი.
4. ნებისმიერი ქონება რომელიც რჩება შპს „PITS“ მონაცემების აღდგენის სამსახურში 90 დღეზე მეტხანს იქნება გასხვისებული, გაყიდული, კვლავ გამოყენებული ან გადამუშავებული. შპს „PITS“ მონაცემების აღდგენის სამსახური არ იქნება პასუხისმგებელი კლიენტის ან ნებისმიერი მესამე პირის მიმართ.
5. კლიენტი აცნობიერებს რომ მონაცემების აღდგენის სამსახური არ იძლევა გარანტიას. შპს „PITS“ მონაცემების აღდგენის სამსახურის მიერ იქნება გამოყენებული ყველანაირი მცდელობა წარმატებული შედეგის მისაღწევად.
6. კლიენტი აცნობიერებს რომ შპს „PITS“ მონაცემების აღდგენის სამსახურის სარგებლობის დროს მყარი დისკი, ფლეშ დრაივერი, მეხსიერების ბარათი ან მობილური ტელეფონი შეიძლება ნებისმიერ დროს გაფუჭდეს და რომ შპს „PITS“ მონაცემების აღდგენის სამსახური არ აგებს პასუხს მოცემულ საკითხზე.
7. არანაირ შემთხვევაში არ იქნება შპს „PITS“ ან კონტრაქტორი ან თანამშრომელი პასუხისმგებელი რაიმე მონაცემების დაკარგვაზე, მოწყობილობის დაზიანებაზე, შემოსავლის ან სარგებლის დანაკლისზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის მომსახურებაზე.
8. სრული გადახდა განხორციელდება მონაცემების მიწოდებამდე გარდა სპეციალური შეთანხმებული შეთანხმებისა.
9. მონაცემების არ არსებობის შემთხვევაში გადასახადისაგან გათავისუფლება ხდება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში.
ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოს დაწყებამდე შესაძლოა მოთხოვნილ იქნას საფასურის ნაწილის გადახდა. ფასის შეთანხმება ხდება მოწყობილობის შეფასების შემდეგ.
10. კლიენტი ფინანსურად პასუხისმგებელია გადაზიდვის ყველა ხარჯზე.
11. გაუქმების საფასურის გადახდა, 150 ლარის ოდენობით, უნდა განხორციელდეს, თუკი კლიენტი დათანხმდება მომსახურების საფასურს, 24 საათის შემდეგ კი აუქმებს მოთხოვნილ მონაცემების აღდგენის მომსახურებას შესაბამისი განმარტების გარეშე. ასეთი საფასური შეიძლება იყოს უარყოფილი შპს PITS მონაცემების აღდგენის სამსახურის მიერ.
12. როდესაც მონაცემების აღდგენის სამუშაო დასრულდება, შესაძლებელია სასურველი ფაილის შეამოწმება, მათი ტესტირება. მას შემდეგ, რაც მოხდება მონაცემებს ოფისიდან გატანა ან საფასურს გადახდა და მოგაწოდებთ მათ კურიერის მეშვეობით, ჩვენ უკვე აღარ ვართ პასუხისმგებელნი და არ ავანაზღაურებთ თუკი მოხდება ფაილის დაზიანება, დაკარგვა ან დამახინჯება.
13. თუკი თქვენ თანახმა ხართ გადახდაზე და თანხმობიდან პირველი 24 საათის გასვლის შემდეგ აუქმებთ შეთანხმებას გარკვეული მიზეზების გამო, მაშინ გეკისრებათ გაუქმების საფასურის გადახდის ვალდებულება 150 ლარის ოდენობით.
14. გადახდა ხორციელდება სამუშაოს დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში. გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშწორებით, EFTPOS ან საკრედიტო ბარათის მეშვეობით. გადახდა უნდა განხორციელდეს სრულად სანამ მოხდება თქვენთვის მონაცემების დაბრუნება. 14 დღის შემდეგ გადასახადს ემატება საფასური დაგვიანებსათვის, რომელიც შეადგენს კვირაში 30 ლარს, სანამ ის არ გაუქმდება ჩვენი პერსონალის მიერ. თუკი არ გადაგვიხდით 60 დღის განმავლობაში მაშინ ამის შესახებ ეცნობება ვალის შემგროვებელ აგენტს და თქვენ დაგეკისრებათ დამატებით 20% .
15. მას შემდეგ, რაც მონაცემების აღდგენითი სამუშაოები სრულად დამთავრდება, უნდა მოხდეს სრული გადახდა სანამ მოხდება მონაცემების დაბრუნება.
16. თუკი შემოთავაზებული მეთოდი მონაცემების აღდგენისთვის ვერ გამართლდა, მაშინ გთავაზობთ სხვა მეთოდს და შევიტანთ შემოთავაზებაში ცვლილებებს რომელიც არის თავისუფალი ვალდებულებებისგან.
17. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას თუ რა მონაცემების აღდგენა იქნება შესაძლებელი, ამის გაგება შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ. ვეცდებით ყველანაირად რომ აღვადგინოთ მონაცემები და მივიღოთ სასურველი შედეგი. გადახდამდე შესაძლებელია შეამოწმოთ მონაცემების მდგომარეობა. ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ აღვადგინოთ თქვენთვის საჭირო მონაცემები.
18. აღდგენილი მონაცემების პირველი 100GB გადაწერა უფასოა, ხოლო ყოველი შემდგომი 100GB-ის გადაწერისას გეკისრებათ 40 ლარი.
19. მონაცემების აღდგენის ფასი გაორმაგდება თუკი მათი აღდგენა ხორციელდება შემნახველი მოწყობილობის დაზიანებიდან 96 საათის გასვლის შემდეგ..
20. 50% მომატება სტანდარტული ღირებულებისა გამოიყენება არახშირად გამოყენებადი ფაილების სისტემის და მართვის სისტემის შემთხვევაში (MacOS, Ext2, Ext3, Ext4, HFS+, Novel NSS, NWFS)
21. გადაუდებელი შემთხვევებისას, მონაცემების აღდგენის სასწრაფო საჭიროების დროს (შეძლებისდაგვარად), მომსახურების სტანდარტული ღირებულება იზრდება 100%-ით.
22. სტანდარტული ღირებულების 50% ზრდა მოხდება 1.8 ინჩიანი მყარი დისკის აღდგენის შემთხვევაში.
23. მონაცემების აღდგენის პროცესში კლიენტის თანდასწრების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება გაოთხმაგდება.