შეთანხმება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ

კონფიდენციალური ინფორმაციის განმარტება

როგორც აქ არის მოხსენიებული, „კონფიდენციალური ინფორმაცია“ შესაძლოა აღნიშნავდეს ნებისმიერ ტექნიკურ და არა ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ან მიწოდებულია რომელიმე მხარის მიერ, განმცხადებლის პატენტის, სავაჭრო საიდუმლოს და პირადი და პერსონალური, საავტორო უფლების დაცვის ინფორმაციის, ქონებრივი ინფორმაცია-იდეების, ტექნიკის, ნახაზების, ექსკიზების, საავტორო ნაშრომების, მოდელების, ინვენტარის, აპარატურის, ხელსაწყოების, ალგორითმის, პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამების, პროგრამული უზრუნველყოფის საბუთების, არსებული, სამომავლო და შემოთავაზებულ პროდუქციაზე ფორმულარის, გამოკვლევებზე ინფომაციის, ექსპერიმენტალურ საქმიანობის, განვითარების, დიზაინის დეტალების და სპეციფიკაციების, საინჟინრო, საფინანსო ინფორმაციას,  მოთხოვნების, შესყიდვის, წარმოების, დამკვეთების სიის, ინვესტორების, თანამშრომლების, ბიზნეს საქმიანობისა და საკონტრაქტო კავშირების, ბიზნეს  პროგნოზირების, გაყიდვების, საწარმოს კომერციულ დაგეგმარების, სამარკეტო გეგმების შესახებ და ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მესამე მხარეს.

კონფიდენციალური ინფორმაციის იდენტიფიცირება

თუკი კონფიდენციალური ინფორმაცია არის მოცემული მატერიალური ფორმით (ჩათვლით და შეუზღუდავად, პროგრამული უზრუნველყოფა, კომპიუტერული უზრუნველოფა, დახაზები, გრაფიკა, ცხრილები, დისკი, ფირი, პროტოტიპი და ნიმუში),მაშინ ისინი აღინიშნება როგორც „კონფიდენციალური“ .

კონფიდენციალური ინფორმაციაზე გამონაკლისი შემთხვევები

კონფიდენციალურობაზე შეთანხმება სრულდება თუკი მხარე რომელთანაც კონფიდენციალური ინფორმაცია იყო გაცემული „მიმღები“ ასაბუთებს რომ: (ა) წარმოადგენდა საჯარო მოხმარების საგანს იმ დროს როდესაც მეორე მხარე დაუკავშირდა მიმღებს; (ბ) იმ დროს გახდა საჯარო მოხმარების საგანი როდესაც მეორე მხარე დაუკავშირდა მიმღებს; (გ) იყო მიმღების საკუთრებაში რომელიც თავისუფალია კონფიდენციალურობის ვალდებულებისაგან, იმ დროს როდესაც მეორე მხარე დაუკავშირდა მიმღებს; (დ) ის უფლებრივად გადაეცა მიმღებს იმ დროს როდესაც მეორე მხარე დაუკავშირდა მიმღებს; (ე) ის შემუშავებული იყო მიმღების თანამშრომლების და აგენტების მიერ იმ დროს როდესაც მეორე მხარე დაუკავშირდა მიმღებს; (ვ) კავშირი წარმოადგენდა სასამართლოს ან სახელმწიფო დაწესებულების შედეგს ან საჭირო იყო მხარეების უფლების დასამტკიცებლად ან  (ზ) არ იყო იდენტიფიცირებული როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია ნაწილი 2 გათვალისწინებით.

კონფიდენციალური ინფორმაციის მართვა

მხარეები  თანხმდებიან, რომ ნებისმერ დროს, მიუხედავად ხელშეკრულების დასრულებისა ან ვადის გასვლისა , იქნება დაცული მისი კონფიდენციალურობა და არ იქნება გამჟღავნებული ინფორმაცია მესამე პირზე, გარდა წერილობითი თანხმობისა. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებართვა გასცეს მეორე მხარისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც ვრცელდება მის თანამშრომლებზე ან ავტორიზებულ წარმომადგენლებზე, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას და ხელმოწრილი აქვთ კონფიდენიცალობის დაცვის ხელშეკრულება ან სხვაგვარად არიან ვალდებულები დაიცვან კონფიდენციალურობა, სულ მცირე ისე, როგორც შეიცავს წინამდებარე ხელშეკრულება.

კონფიდენციალური ხელშეკრულების ვადა და დასრულება

ეს ხელშეკრულება მთავრდება ძალაში შესვლის თარიღიდან 2 წლის შემდეგ.  მიმღების ვალდებულება რომელიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებით არ შეწყვეტს მოქმედებას და გადადის მიმღების შთამომავლობაზე და მემკვიდრეზე მოქმედი და იქნება მოქმედი 5 წლის განმავლობაში. წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მხარე მიაწოდებს უმალვე ყველა საბუთს და ყველა მატერიალურ მასალას რომელიც მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ყველა მათ ასლს.

კონფიდენციალური ხელშეკრულების გარანტია

ორივე მხარე წარმოადგენს და გარანტიას იძლევა რომ გააჩნია თანამშრომლობის უფლებამოსილება და ხელშეკრულების შესრულების და ჩატარების უფლება, ასევე მიმღების კონფიდენციალურობის ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც არ გამოიწვევს ვალდებულების დარღვევას მესამე პირის მიმართ ან  დაარღვევს მესამე პირის უფლებას.

უკუპროექტირება

ყოველივე მხარე თანახმა არის რომ პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ყოველი მხარე თანხმდება რომ არ მოხდება მათი მოდიფიცირება, უკუპროექტირება, დეკომპლირება, სხვა ფორმის შექმნა ან დაშლა თუკი არ არის ამაზე წერილობითი თანხმობა.

უფლების არ მინიჭება

მხარეები თანხმდებიან რომ მოცემული ამ ხელშეკრულება არ ანიჭებს მათ საკუთრების უფლებას, ლიცენზიას ან რაიმე სხვა სახეს  ან გამოგონებაზე ან პატენტზე უფლებას, ან საავტორო უფლებას, ან სავაჭრო უფლებას ან სხვა ინტელექტუალურ ქონების უფლებას რომელიც გაიცემა ან გაცემულია კონფიდენციალური ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კონფიდენციალური ხელშეკრულების სხვა პირობები

არცერთი მხარე არ გადასცემს ამ ხელშეკრულებას სხვა პირს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა და წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება იქნება ძალა დაკარგული და არ ექნება ეფექტი. ეს ხელშეკრულება სრულდება საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით. მხარეები თანხმდებიან, რომ პერსონალური იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიულ ფარგლებზე. თუკი ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი იქნება უუნარო, ის არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების დანარჩენ ნაწილებზე და ასეთი ნაწილი იქნება შეცვლილი ან შეჩერებული. წერილობითი თანხმობის გარეშე ვერცერთი მხარე ვერ გადასცემს უფლებას სხვა მხარეს. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს სრულ და ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მიუხედავად კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისა და ცვლის ნებისმიერ წინა ზეპირ თუ წერილობით ურთიერთობას მხარეებს შორის. ეს ხელშეკრულება შეიძლება იყოს ხელმოწერილი მრავალ ასლად, თითოეული ხელშეკრულება წარმოადგენს იგივე საგანს. ხელშეკრულების სრულად შესრულებისას ხელშეკრულების განახლების შემთხვევაში, ახალი ხელშეკრულება მიჩნეული იქნებ ძირითად ხელშეკრულებად.